გიორგი შერმადინმა იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობა დაიწყო 2016 წლის დეკემბერში. მას წარჩინებით აქვს დამთავრებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსტეტი, სამართალმცოდნეობის მიმართულებით. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა და ამჟამად ირიცხება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტეტში, მაგისტრანტად.
გიორგი შერმადინმა 2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. მან პროფესიული კარიერა დაიწყო საადვოკატო ბიუროში სტაჟირებით, ხოლო შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში იურისტად. იგი მონაწილეობდა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში და აღწერების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებაში. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლად და კომისიის წევრად.
ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრში გავლილი აქვს სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში. მას ასევე გავლილი აქვს, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული ფირმების ასოციაციის, ახალი ეკონომიკური სკოლის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სხვადასხვა ტრენინგი.